გუშინ, თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის დროს გამართულ ცერემონიალზე მცირე ინციდენტი მოხდა - თავიდან გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძეს გულშემატკივრებისთვის საჯაროდ მიმართვა სურდა, თუმცა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ მას ამის საშუალება არ მისცა.
როგორც მოგვიანებით თავად დიმა ობოლაძემ, ბუდუს მამამ და ბუდუმაც განმარტეს, მსგავსს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და თუ ვინმე დიმას ცილს სწამებდა, მისთვის ბოდიში ჰქონდა მოსახდელი.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი ნიკა ჭანტურია გამოეხმაურა, რომელმაც ბუდუ ზივზივაძის მამის პოსტი გადააზიარე და დაწერა:
"შევირგოთ ეს ბედნიერება და ეს სიხარული რაც ნაკრებმა ამ დღეებში მოგვანიჭა. არის რაღაცეები რაც ტეხავს. გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს ჭანტურია.