წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - მადლიერი გულშემატკივრები აეროპორტთან შეიკრიბნენ და ნაკრების მოთამაშეებს სპეციალური შეძახილებით დახვდნენ.
როგორც ეროვნული გუნდის პრესსამსახური იტყობინება, დღეს, 21:30 საათზე, ნაკრების ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.
ხოლო გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.