"ამ ამბავში მთავარი სწორედ ეს მგონია" - შოთა არველაძე ნაკრების ევროპაზე გამოსვლას აფასებს » სპორტის ხაზი

"ამ ამბავში მთავარი სწორედ ეს მგონია" - შოთა არველაძე ნაკრების ევროპაზე გამოსვლას აფასებს

"ამ ამბავში მთავარი სწორედ ეს მგონია" - შოთა არველაძე ნაკრების ევროპაზე გამოსვლას აფასებს
2-07-2024, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 4:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მიუხედავად ამ მარცხისა, ვილი სანიოლის გუნდმა კარგი თამაშით მთელი მსოფლიო აალაპარაკა და გამონაკლისი არც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე ყოფილა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

"ისეთ რეალობაში გავატარეთ უკანასკნელი 2 კვირა, საკუთარი ხელითაც რომ ვერ დავწერდით უკეთეს სცენარს. გავბედეთ და დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია და მთავარი სწორედ ეს მგონია. ვერაფერი ახსნის ჩვენი ხასიათის სიმტკიცეს და განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს ისე, როგორც ფეხბურთი. ეს ცოცხლად ვიხილეთ ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ.

განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ ჩვენც, ტრიბუნაზე, ქუჩებში, პაბებში და ყველა იმ სივრცეში, სადაც გერმანიაში ყოფნის დროს, ჩვენი ნაკრების საქომაგოდ ვიკრიბებოდით. ძალიან ბედნიერია მთელი ქვეყანა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მუხტის დაჭერა და მისი გაძლიერებაა.

ვულოცავ ამ წარმატებას ეროვნულ ნაკრებს, კობის, იაშკას, ვილი სანიოლს, ნაკრების სტაფის ყველა წევრს და ყველა ქომაგს, რომელიც ამ უდიდესი ზეიმის მონაწილე გახდა. მადლობა ღირსეული თამაშისთვის და მადლობა იმ სიამაყისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ
", - წერს არველაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი