მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 4:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მიუხედავად ამ მარცხისა, ვილი სანიოლის გუნდმა კარგი თამაშით მთელი მსოფლიო აალაპარაკა და გამონაკლისი არც ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ბასტიან შვაინშტაიგერი ყოფილა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
"საბოლოოდ ესპანეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ახლა ისინი გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან - ერთმანეთს ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება.
უდიდესი პატივისცემა ქართველებს და მათ მწვრთნელს ვილი სანიოლის ძლიერი ტურნირისთვის", - წერს შვაინშტაიგერი.