მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 4:1 დამარცხდა.
შეხვედრის 28-ე წუთზე, კრიშტიანო რონალდომ მსაჯთან კამათის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. აღნიშნულ მომენტში ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, თუმცა, მატჩის მთავარმა არბიტრმა სანდრო შარერმა ყოველივე ეს ხელზე მოინიშნა - როგორც წესი, მსგავსს შენიშვნებს მსაჯები ბლოკნოტში ინიშნავენ ხოლმე.