"ნაპოლი" გაბრაზდა - როდის და რატომ ჩააკითხავენ კვარას გერმანიაში? » სპორტის ხაზი

"ნაპოლი" გაბრაზდა - როდის და რატომ ჩააკითხავენ კვარას გერმანიაში?

"ნაპოლი" გაბრაზდა - როდის და რატომ ჩააკითხავენ კვარას გერმანიაში?
18-06-2024, 01:44
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" სპორტული დირექტორი კვარაცხელიას გარშემო აგორებულ აჟიოტაჟით უკმაყოფილოა და ფეხბურთელს თავად მოინახულებს.


კვარას მამამ და მისმა აგენტმა განაცხადეს, რომ ხვიჩასთვის პრიორიტეტული იმ კლუბში გადასვლაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, კლუბის ადმინისტრაციას კი ეს არ მოეწონა.

იტალიელები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ კვარაცხელიასა და "ნაპოლის" ურთიერთობა კლუბზეა დამოკიდებული და არა მამამისზე, ან მის აგენტზე.

ამიტომაც, მას შემდეგ, რაც 26 ივნისს "ნაპოლი" ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ოფიციალურად წარადგენს, ჯოვანი მანა გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან სასაუბროდ ჩავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი