რონალდოს გავლენა - პორტუგალიის ნაკრების ღია ვარჯიშზე დასწრების სურვილი 50 000-მა ადამიანმა გამოთქვა » სპორტის ხაზი

რონალდოს გავლენა - პორტუგალიის ნაკრების ღია ვარჯიშზე დასწრების სურვილი 50 000-მა ადამიანმა გამოთქვა

რონალდოს გავლენა - პორტუგალიის ნაკრების ღია ვარჯიშზე დასწრების სურვილი 50 000-მა ადამიანმა გამოთქვა
14-06-2024, 14:28
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის ნაკრების ღია ვარჯიშმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ESPN-ის ცნობით, ორგანიზატორებმა 6000 უფასო ბილეთი დაარიგეს, რომლისთვისაც რიგში 50 000 ადამიანი ჩადგა.

უფასო ბილეთის ზოგიერთმა მფლობელმა მისი გაყიდვა დაიწყო. ბუნებრივია, ინტერესის მთავარი ობიექტი პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომლის გამო ბილეთების ფასი 800 ევროს აღწევდა.

39 წლის რონალდუსთვის ევროპის მომავალი ჩემპიონატი კარიერაში მეექვსე იქნება. ევრო 2024-ზე პირველ მატჩს პორტუგალიელები 18 ივნისს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავენ, საქართველოსთან კი 26 ივნისს გელზერკირხენში ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი