საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ისთვის მოსამზადებელ ეტაპს ხვალიდან დაიწყებს.
როგორც ირკვევა, 26 მაისის შეკრებაზე ვილი სანიოლის განკარგულებაში გიორგი მიქაუტაძე არ იქნება, მიზეზი კი საკლუბო პლეიოფია.
მეცმა ლიგა 1-ის სეზონი მე-16 პოზიციაზე დაასრულა და ლიგა 2-დან აღზევებულ სენტ ეტიენს ორმატჩიანი დუელით დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
აღნიშნული მატჩები 30 მაისს და 2 ივნისსაა ჩანიშნული. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს ამ შეხვედრების გამართვის შემდეგ შეუერთდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე დაგეგმილ ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას 9 ივნისს გამართავს, მეტოქე კი მონტენეგრო იქნება.