როგორც BNP Paribas Open-ის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიანა უელსის მასტერსიდან მოიხნა. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება არ მისცეს, ვინაიდან ვაქცინირებული არ არის. სერბმა Homeland-ისგანაც უარი მიიღო.
ნოვაკის ჩახსნის შემდგომ შანსი მიიღო ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ტურნირში სწორედ იგი ჩაერთვება და ძირითად ბადეშიც ჩაჯდება.