"ბურთის ელეგანტური კონტროლი და დარტყმა კარში" - კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

"ბურთის ელეგანტური კონტროლი და დარტყმა კარში" - კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა

"ბურთის ელეგანტური კონტროლი და დარტყმა კარში" - კვარაცხელიას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა
30-10-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა "სასუოლოს" წინააღმდეგ ჩაატარა. ქართველმა შემტევმა 2 საგოლე პასს 1 გატანილი გოლიც დაურთო და შეხვედრა ნაადრევად ძალების მომდევნო შეხვედრამდე აღსადგენად დატოვა.

კვარას წარმატებულ გამოსვლას გამოეხმაურა იტალიური მედია, კერძოდ Tuttomercatoweb, რომელმაც ქართველი შემტევისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "კვარაცხელია საერთოდ სხვა კატეგორიიდანაა. მაშინ, როდესაც დიეგოს პატივს მიაგებთ, გაიხსენეთ, რომ ეს ბიჭი თამაშის სტილით მარადონას ჰგავს. კვარაცხელიამ 2 საგოლე პასი მიითვალა, აქედან მეორე ნამდვილი სენსაციო იყო, რასაც ბურთის ელეგანტური ფლობა და გოლიც მოყვა." - წერს იტალიური მედია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის მე-2 ადგილს 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით იკავებს. ქართველი შემტევი მხოლოდ მარკო არნაუტოვიჩს ჩამორჩება, რომელსაც 7 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი