ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.
როგორც ჩანს, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ვერცხლის მედლით უკმაყოფილოა და ქართველ გულშემატკივარს უფრო დიდ წარმატებებს და სიხარულს ჰპირდება.
საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ჩვენი თამასის გათვალისწინებით წარუმატებელი გამოდგა, ქართველებმა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
იხილეთ ვიდეო: