საქართველო საფრანგეთის ძიუდოს ნაკრებთან 4:1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებები 6-6 ძიუდოისტით იყვნენ გამოსულები და სამი წაგების შემდეგ, საქართველოსთვის ერთი გამარჯვების მოტანა ბექა ღვინიაშვილმა მიტროვიჩთან მოახერხა და ანგარიში 3:1 გახდა. სამწუხაროდ, გადამწყვეტი შეხვედრა სოფიო სომხიშვილმა დიკოსთან დათმო და საქმე გურამ თუშიშვილამდე აღარც მივიდა, რომელიც 3:2-ის შემთხვევაში, თავის ბრძოლას მეტოქესთან გამართავდა და ანგარიშის გათანაბრების შანსიც ექნებოდა.
იხილეთ ვიდეო