როგორც იცით, ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი 7-14 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა, სადაც საქართველომ საკმაოდ წარმატებით იასპარეზა და 4 მედალიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ IJF-მ სულ ახლახანს გამოაქვეყნა მსოფლიოს ჩემპიონატზე დაფიქსირებული 20 საუკეთესო გდება, სადაც ქართველებიც მონაწილეობენ.
ძიუდოს საერთაშირისო ფედერაციამ ოცეულში ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური და გიორგი სარდალაშვილი მოახვედრა.
რაც შეეხება 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გდებას, ის უტა აბეს ეკუთვნის, რომელმაც სრული შედევრი შემოგვთავაზა, - იხილეთ ვიდეო