საქართველოს ძიუდოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე გაერთიანებული შემადგენლობით ივარჯიშა.
ჩვენი ძიუდოისტები ოლიმპიადაზე ასპარეზობას 27 ივლისს დაიწყებენ, ქართველი გულშემატკივარი პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გიორგი სარდალაშვილს იხილავს.