პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესახებ კომენტარი საქართველის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა გააკეთა.
ვემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის. დღეს პირველი გაერთიანებული ვარჯიში ჩავატარეთ. გურამ თუშიშვილის გარდა, ყველა დარბაზში იმყოფებოდა.
გურამ ჯერ არ ჩამოსულა პარიზში. დავიწყეთ წონის კლება, ნაკრები კარგ ხასიათზეა, ყველა ჯანმრთელადაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაგახარებთ.
- თქვა გუჯეჯიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს.