8 და 9 ივნისს ძიუდოში ევროპის ღია პირველობა გაიმართება და ცნობილი გახდა, რომ ტურნირზე საქართველოს დელეგაციას 4 წარმომადგენელი ეყოლება.
საქართველოდან მონაწილეობას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ვლადიმერ ახალკაცი, ალექსანდრე გულბანი და გიორგი ბენდელიანი მიიღებენ.
ცხადია, ჩვენი დელეგაციის ყველაზე წარჩინებული წარმომადგენელი ლასა ბექაურია, რომელსაც ბოლოს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა დასვენების მიზნით არ მიუღია.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის ღია პირველობა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.