რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს.
ვარლამ ლიპარტელიანის წასვლის შემდეგ, "ჯვაროსნების" კაპიტანი გურამ თუშიშვილი იქნება.
თუშიშვილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია.
ბოლოს გურამმა, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. გუნდურში კი ნაკრებთან ერთად მესამე ადგილს დაეუფლა.