მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანია უშანსოდ, 4-1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში ქართველებმა უნგრეთსაც 4:1 მოუგეს, შემდეგ საფრანგეთთან 4:2 დამარცხდნენ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი გერმანელებს შანსი აღარ დაუტოვეს.
საბოლოო ბრძოლაში ჯერ თუშიშვილმა მოუგო ფრეის, შემდეგ ნინო ლოლაძემ სტარკეს, ჩიხლაძემ რუებოს, ეთერ ასკილაშვილი სკოკიმაროსთან დამარცხდა, მაგრამ ლუკა ბაბუციძემ ლენძი 10 წამში იპონზე მოაგდო და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.