2024 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის დედაქალაქმა ზაგრებმა უმასპინძლა.
ჩემპიონატის ბოლო დღეს მედლები გუნდურ შეჯიბრებაში გათამაშდა, სადაც საქართველო მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოვიდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა 1/4 ფინალში იტალიას 4-3 სძლიეს. 1/2 ფინალში საქართველომ მასპინძელი ხორვატია 4-1 დაამარცხა, ხოლო ფინალში საფრანგეთთან 0-4 დამარცხდა და ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალურ შეჯიბრში 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო მოიპოვა და მედლების ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.