ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ნიდერლანდელი ფრანკ ტე უიტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. მან მეტოქე რამდენიმე წამში იპონზე მოაგდო და ისე დაეუფლა გამარჯვებას.
ტატოსთან ერთად დღეს ლაშა შავდათუაშვილიც გამოვიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედალი გუშინ ვაჟა მარგველაშვილმაც მოიპოვა ამავე ჩემპიონატზე. ამრიგად, ამ დროისთვის საქართველოს ევროპის ორი მოქმედი ჩემპიონი ძიუდოისტი ჰყავს.