"მინდა ჩემი ხალხისთვის ეს შევძლო" - ბექაურის სამომავლო მიზანი ცნობილია » სპორტის ხაზი

"მინდა ჩემი ხალხისთვის ეს შევძლო" - ბექაურის სამომავლო მიზანი ცნობილია

"მინდა ჩემი ხალხისთვის ეს შევძლო" - ბექაურის სამომავლო მიზანი ცნობილია
დღეს, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

ლაშა ბექაური, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან ინტერვიუში საკუთარ მიღწევებსა და სამომავლო მიზნებზე საუბრობს.

"საქართველოში ძიუდო ყოველთვის პოპულარული იყო – მებრძოლი ერი ვართ და ეს სპორტიც ამას ეხმიანება. მიხარია, რომ პირველი ვარ, ვინც ოლიმპიური ოქრო ორჯერ მოიპოვა. ახლა ჩემი მიზანია, ოთხგზის ჩემპიონობა, რაც ჯერ არავის გაუკეთებია", - ამბობს ბექაური.

მისი თქმით, პარიზის ოლიმპიადისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და ფინალში იაპონელ მურაოსთან გამარჯვება განსაკუთრებით ტკბილი იყო:

"მანამდე სამჯერ მყავდა დამარცხებული, ამიტომ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩემს მხარეს იყო. რთული, დაძაბული ბრძოლა გამოვიდა, მაგრამ როცა აგებ და მერე იგებ – ეს ორმაგად სასიამოვნოა."

მომავალზე საუბრისას ბექაური ამერიკაში გასამართ ოლიმპიადას უსვამს ხაზს:

"ყველაფერი უნდა გავიღო, რაც შემიძლია. მინდა, ჩემი ხალხისთვის რაღაც დიდი გავაკეთო და ახალგაზრდებისთვის მაგალითი ვიყო – არამხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრებაშიც."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი