ძიუდოს საერთაშორის ფედერაციამ 2024 წელი ოფიციალურად დაასრულა და 90 კგ წონით კატეგორიაში რეიტინგებიც განაახლა.
განახლებული რეიტინგის თანახმად, მსოფლიო პირველობა დაკარგა ორგზის ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა და ლიდერობა იაპონელმა სანშირო მურაომ გაინაღდა.
რაც შეეხება ამ წონის კიდევ ერთ ქართველ წარმომადგენელს, ლუკა მაისურაძეს - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი 7 პოზიციით დაწინაურდა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.