მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბუდუ ზივზივაძის კარლსრუესთან გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ეწურება და ცხადია გერმანულ კლუბს ქართველი ფორვარდის შენარჩუნება სურს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კარლსრუე ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს ამზადებს, რომელიც 2-წლიანი იქნება და ცხადია უკეთესს ანაზღაურებას მოიცავს.
როგორც იწერება, ზივზივაძის ამჟამინდელი ანაზღაურება ყოველწლიურად 450 000 ევროა და სავარაუდოდ, ის გაორმაგდება - არ არის გამორიცხული ხელფასმა მილიონიან ნიშნულსაც მიაღწიოს.
ცნობისთვის, ბუდუმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში თავი 11 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.