პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა ლიდერბეთთან მიცემულ ინტერვიუში წაგებული ფინალი გაიხსენა და მარცხის მიზეზებზეც ისაუბრა.
"ფინალი სიჩქარის გამო წავაგე - ყველა იძახის, რომ ძლიერი მეტო იყოო (შედეგებიდან გამომდინარე), არადა ხელი რომ მოვკიდე მე სუსტი მომეჩვენა და მანდ ვიფიქრე, მოდი მალევე დავამთავრებთქო...
ალბათ მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასე, თან ის ილეთი რაც ფინალში გავაკეთე, პირველად გამოვიყენე, აქამდე არასდროს მიცდია", - განაცხადა გივიმ.
იხილეთ ვიდეო: