პარიზის ოლიმპიადის დასაწყისი წარმატებული გამოდგა ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილისთვის.
მაჭარაშვილი 97კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. გივიმ პირველ ეტაპზე სამხრეთ აფრიკელი მეტოქე მიიღო, რომელსაც ქართველმა იოლად და აუღელვებლად მოუგო.
საბოლოო ანგარიში 12-2 გახდლათ ქართველის სასარგებლოდ, რომელიც ოლიმპიადის 1/4-ფინალში კვალიფიცირდა. მაჭარაშვილმა ნიკოლას დე ლანჟეს ვადაზე ადრე მოუგო, ახლა კი ის თავის მეტოქეს დაელოდება.