ნეკა დოროყაშვილი თავის სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა, მათ შორის უპასუხა შეკითხვებსაც თავისი ყოფილი ქმრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ.
ნეკამ განაცხადა, რომ ბასილაშვილმა მას რამდენჯერმე უღალატა და ამის შესახებ გაიგო.
"დიახ, ეს იყო რამდენჯერმე სხვადასხვა ქალთან. ერთხელ დამირეკეს და მიმითითეს კონკრეტულ ადგილზე, რომ ჩემი ქმარი იქ სხვასთან ერთად იწვა.
შოკი მივიღე, როდესაც ღალატის დამადასტურებელი ფაქტები, მესიჯები, ფოტოები ვნახე და შოკი მივიღე, როცა გავიგე, ვინ იყო ის ქართველი გოგონა",- თქვა ნეკამ.