გურამ კაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2009 წლის 1 აპრილს, მონტენეგროს წინააღმდეგ შედგა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ამ დროისთვის ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 101 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
"ისევ ისე ვშრომობ, როგორც ასი თამაშის წინ" - განაცხადა გურამმა.
იხილეთ სფფ-ის მომზადებული ვიდეო: