ორიოდე წლის წინ, რომან დოლიძეს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი (8-3) იყო.
დარტყმების გაცვლებში დოლიძის უპირატესობა მალევე გამოიკვეთა. პირველი რაუნდის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით ძლიერი დარტყმა მიაყენა, ნოკდაუნში გაუშვა და ბრძოლის დასრულება აღარ გასჭირვებია.
იხილეთ ვიდეო: