სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ლიანა ჯოჯუას ფოტოზე დაუკომენტარა:
- "ამერიკელი მეგონე, თურმე რუსი ყოფილხარ".
ქართველი მებრძოლის ლიანას პასუხი კი ასეთი იყო:
- "რუსი არ ვარ, ქართველი ვარ".
მიუხედავად იმისა, რომ ლიანა ჯოჯუამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი რუსეთში გაატარა, ყოველთვის საქართველოს დროშითა და სახელით იბრძვის ოქტაგონზე.