ბოლო დეკადაში საქართველო და ესპანეთი საკვალიფიკაციო ეტაპებზე ერთმანეთს საკმაოდ ხშირად ხვდებიან და რამდენჯერმე მსოფლიო დონის ნაკრები ძალიან ვანერვიულეთ.
იმის გარდა, რომ ესპანეთი წლების წინ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხებულიც გვყავს (ოქრიაშვილის გოლით, 0-1 გასვლაზე), შეგვეძლო, რომ მათთვის ქულა ოფიციალურ შეხვედრაშიც წაგვერთმია.
საქმე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს ეხება, რომელიც ესპანეთმა დინამო არენაზე 1-2 ბოლო წუთებზე მოგვიგო და რომ არა გიორგი ლორიას უპატიებელი შეცდომა, ჩვენი ბიჭები დიდებულ მეტოქესთან ისტორიულ შედეგს დააფიქსირებდნენ, - იხილეთ ვიდეო
ალბათ, როგორი სიმბოლურია, რომ ამ თამაშში ქართველთა მხრიდან ერთადერთი გოლის გატანა უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო.