ფეხბურთი
კალათბურთი რაგბი ჭიდაობა
სხვა სახეობები
ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა
  

საამაყო და სასიხარულო ამბავი ქართველებისთვის!

2018-06-07 13:19

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სტამბულში ჩატარებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

 შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) ავიდნენ, ლერი აბულაძე (63 კგ.) კი ბრინჯაოს დაეუფლა. დღეს, საქართველოს ჰიმნის აჟღერება რამაზ ზოიძემ (72 კგ.) მოახერხა, მე-3 პოზიცია კი დათო ჩხარტიშვილმა (60 კგ.) დაიკავა.

 ზოიძემ გუშინ წინ ძალიან რთული გზა გაიარა. ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი ულვუ განიზადე 4:1 დაამარცხა, შემდეგ რუს ნარეკ ოგანიანს 6:3 მოუგო, ნახევარფინალში კი უნგრელ ტამაშ ლევაის სუფთად სძლია. ფინალში რამაზის მეტოქე თურქი ჩენგიზ არსლანი იყო, რომელსაც ჩვენებურმა 3:2 სძლია.

 ბრინჯაოს მედლისკენ გზა დღეს გაეხსნა ჩხარტიშვილს, რომელმაც მერვედფინალში პორტუგალიელი ანტონიო მარტინს კაბრალს 9:0 სძლია, მეოთხედფინალი კი რუს არტურ პეტროსიანთან დათმო – 1:9 და ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ჩვენებური რეპეშაჟში გადაერთო. გუშინ, დათომ სომეხ არმენ მელიკიანს 7:4 მოუგო, ხოლო მე-3 ადგილისთვის უკრაინელ ვიკტორ პეტრიკთან ჭიდილი 3:3-ზე სათავისოდ დაასრულა.

 გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 121 ქულა მოაგროვა და როგორც აღვიშნეთ, მე-3 საფეხურზე აღმოჩნდა, ჩვენებურთა წინ კი რუსეთი (161) და თურქეთი (142) გავიდნენ.


 
 
თქვენთვის საინტერესო

 
 
 
 
გამოკითხვა
სპორტის რომელ სახეობაზე გსურთ სიახლეების გაცნობა ყველაზე ხშირად?
ფეხბურთზე 2283 40.2%
კალათბურთზე 634 11.2%
რაგბიზე 1438 25.3%
ხელბურთზე 111 2%
ჭიდაობაზე 275 4.8%
ავტო-მოტოზე 68 1.2%
ჩოგბურთზე 759 13.4%
სხვა სახეობებზე 110 1.9%
ფოტო გალერეა / ვიდეო გალერეა

test5625
ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჭიდაობა სხვა სახეობები ფოტოგალერეა ავტო-მოტო ვიდეოგალერეა რეკლამა

 
 Created By Intellcomgroup
 
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა საიტზე: info@sportline.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247.
599 877-901, 599 877-908