ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს 3 თვის წინ ითამაშა.
ბასილაშვილს საკმაოდ მძიმე ტრავმა ჰქონდა იდაყვის არეში. მან 3 თვის წინ ოპერაცია გაიკეთა და აღდგენითი პროცესიც საკმაოდ კარგად მიდიოდა , თუმცა რეაბილიტაციის დროს ტკივილები იგრძნო ისევ იდაყვის არეში და მეორე ოპერაცია დასჭირდა. სწორედ ამიტომ გაუგრძელდა პაუზა ბასილას. ის ახლა აღდგენით კურსს გადის და იმედოვნებს , რომ მალე დაბრუნდება.
ქართველი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში ამჟამად 345-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში მისი საუკეთესო მაჩვენებელი მე-16 პოზიციაა , რომელსაც 2019 წლის 15 მაისს მიაღწია.