მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს პოლ პოგბას "დოპინგ კონტროლზე" ჩავარდნის გამო, 4-წლიანი დისკვალიფიკაცია აქვს დაკისრებული.
ფრანგმა აღნიშნული გააპროტესტა და თქვა, რომ აკრძალული ნივთიერებები მას განზრახ არასდროს მიუღია.
ფეხბურთიდან ჩამოშორების შემდეგ, ფრანგმა ნახევარმცველმა ახალ პროფესიას მიჰყო ხელი, მსახიობობა დაიწყო და ფილმშიც გადაიღეს, სადაც იგი ბავშვთა გუნდის მთავარი მწვრთნელის როლს ასრულებს.
ფილმის "4 Zeros" პრემიერა 2025 წლის აპრილში შედგება.