მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში გიორგი მიქაუტაძე საკმაოდ კარგად ასპარეზობს "მეცში".
ეს აქამდეც ასე იყო, თუმცა იგი საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობდა და ყურადღების ეპიცენტრში ნაკლებად ექცეოდა. ამის შემდეგ "აიაქსში" გადაბარგდა, მაგრამ ამსტერდამული კარიერა კარგად არ აეწყო და იჯარით ისევ ძველ გუნდში დაბრუნდა.
თუმცა ამჯერად "მეცი" ლიგა 1-ში ასპარეზობს და გიორგის კარგი თამაშიც უფრო თვალსაჩინოა გრანდებისთვის.
ამ მომენტისათვის ინტერესი "ფულჰემმა" და "რეალ ბეტისმა" გამოთქვეს. არიან გრანდებიც, მაგრამ მათი ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.
მიქაუტაძის მიმართ ინტერესი შესაძლოა ზაფხულში 1-2-ად გაიზარდოს თუ იგი ევროპის ჩემპიონატზეც შეძლებს თავსი გამოჩენას.