ფრანგულმა L'equipe-მ საქართველოს ნაკრებისა და მეცის ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ინტერვიუში ამსტერდამული პერიოდი გაიხსენა და ყველაფერზე ღიად ისაუბრა.
"აიაქსში პატივს საერთოდ არავინ მცემდა. მათ ბინის მოძებნაშიც კი არ შემიწყვეს ხელი. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მე მოვაგვარე."
"იქ ყოფნისას 2 თვე ოთახში ვიჯექი და კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ყველას სჭირდება, რომ ასათამაშებლად მხარდაჭერა იგრძნოს, მე კი ეს არ მიმიღა და თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი."
"რამდენი დრო გავიდა, რაც იჯარით მეცში წამოვედი და აიაქსიდან დღემდე არაფერი მსმენია. როგორც ჩანს, მათ თავიდან ბოლომდ დამივიწყეს", - გიორგი მიქაუტაძე.