უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში იტალიას 5 გუნდი წარადგენს.
ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებების მიხედვით რეიტინგში 2 საუკეთესო ქვეყანა დამატებით თითო-თითო კვოტას მიიღებს ჩემპიონთა ლიგაზე. ეს კი იმის ხარჯზე, რომ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზარდა.
ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად ტიფოზებს 8 გუნდი ეყოლებათ საგულშემატკივროდ.
არის იმის ალბათობაც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იტალია 6 გუნდით წარსდგეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ "რომა" ან "ფიორენტინა" მიმდინარე სეზონში ევროტურნირის თასს აღმართავენ და ისინი სერია ა-ს ცხრილის საუკეთესო 5 გუნდში არ იქნებიან.