ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ბარსელონა საკუთარ მოედანზე პსჟ-ს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
მატჩის წინ და მსვლელობისას, ბარსელონას გულშემატკივრისგან რასისტული შეძახილები ისმოდა, ასევე მათ აკრძალული პიროტექნიკა გამოიყენეს. აღნიშნულზე შეიტანა პარიზულმა კლუბმა სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა.
ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ბარსელონა 32 ათასი ევროთი დააჯარიმა. მსგავსი განმეორების შემთხვევაში, გუნდი რამდენიმე საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.