გვარდიოლა: "მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ..." » სპორტის ხაზი

გვარდიოლა: "მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ..."

გვარდიოლა: "მათ მადლობას ვუხდი, მაგრამ..."
18-04-2024, 11:03
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "რეალთან" დამარცხების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს. მათ თავგანწირვით და დიდი შემართებით ითამაშეს, მაგრამ ფეხბურთში მთავარი ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია და ამისთვის საკმარისი მაინც არ გაგვიკეთებია.

"პენალტები? ხან იმარჯვებ, ხან ვერა, ჩვენი მოვალეობა იყო, რომ საქმე მანამდე მოგვემთავრებინა და შექმნილი მომენტების რეალიზება მოგვეხდინა.

"კარგი იქნებოდა მოგება, მაგრამ ვულოცავ "რეალს" მომდევნო ეტაპზე გასვლას. სამწუხაროა, რომ საგზურის გარეშე დავრჩით. რას ვიზამთ, რაც არის, არის...", - განაცხადა პეპმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი