Todofichajes-მა დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენი მეკარის ჩანაცვლებას აქტიურად განიხილავს, მათი ერთ-ერთი სამიზნე კი გიორგი მამარდაშვილი იქნება.
საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ვალენსიაში 35 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც, რა თქმა უნდა, პარიზული გრანდისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს კარში ჯიჯი დონარუმა უდგას, როგორც ჩანს, ფრანგები იტალიელის თამაშით კმაყოფილები არ არიან და მის გამოცვლას აპირებენ.
ზემოაღნიშნული გამოცემის მტკიცებით, პსჟ მამარდაშვილის ტრანსფერის პარალელურად, ატლეტიკ ბილბაოს მეკარის, უნაი სიმონის გადაბირებაზეც იმუშავებს.