გერმანული მედია: "სიგიჟე მოხდა! საქართველო ევრო 2024-ზე მოდის!" » სპორტის ხაზი

გერმანული მედია: "სიგიჟე მოხდა! საქართველო ევრო 2024-ზე მოდის!"

გერმანული მედია: "სიგიჟე მოხდა! საქართველო ევრო 2024-ზე მოდის!"
27-03-2024, 14:33
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოში საოცარი დღე გვქონდა. ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი ერთა ლიგის ფინალში დაამარცხა და ისტორიაში პირველად დიდ სანაკრებო ფორუმზე გავიდა.

ჩვენი ნაკრების წარმატების შესახებ გერმანულმა BILD-მა დაწერა, გერმანულმა გამოცემამ, რომლის ქვეყანაც ევრო 2024-ს უმასპინძლებს.

"საქართველოში ნამდვილი სიგიჟე მოხდა! ისინი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის სათამაშოდ ჩამოვლენ! საქართველომ შეძლო და საბერძნეთი ფინალის გიჟურ ტრილერში დაამარცხა!"

"ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველომ საბერძნეთს, ევრო 2004-ის ტრიუმფატორს პენალტების სერიაში 4:2 აჯობა. მოგებიდან მალევე სტადიონი ათასობით ქართველი ქომაგით გაივსო, თავად დედაქალაქი კი დიდმა სიხარულმა და ზეიმმა მოიცვა."

"ახლა საქართველოში დიდი ბედნიერებაა, რადგან ეს ქვეყანა დიდ სანაკრებო ფორუმზე ისტორიაში პირველად გავიდა"
, - წერენ გერმანელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი