ავსტრალიის ღია პირველობა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა. დღეს გაიმართა ბოლო 1/4-ფინალური დაპირისპირებები.
ტურნირის ცენტრალურ შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევმა კარლოს ალკარასი დაამარცხა. გერმანელმა ჩოგბურთელმა 4 სეტში 3:1 (6:1, 6:3, 6:7 (2:7), 6:4 ) მოიგო.
ჰურკაჩმა კი შეხვედრა დანილ მედვედევის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლაში 2:3 დათმო, ავსტრალიის ღია პირველობის მეორე ნახევარფინალი გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და დანილ მედვედევს შორის გაიმართება.