თურქი მწვრთნელი: "ევრო 2024-ის ჯგუფიდან იოლად უნდა გავიდეთ" » სპორტის ხაზი

თურქი მწვრთნელი: "ევრო 2024-ის ჯგუფიდან იოლად უნდა გავიდეთ"

თურქი მწვრთნელი: "ევრო 2024-ის ჯგუფიდან იოლად უნდა გავიდეთ"
8-05-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნებით თურქმა მწვრთნელმა, ენგინ ფირატმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მარტივად უნდა გადალახოს.

"საკმაოდ კარგი ჯგუფია. შეიძლება გაიკვირვოთ, თუმცა მას შემდეგ დავრწმუნდი თურქეთის დადებით მომავალში, რაც ავსტრიამ ამხანაგურ მატჩში 1:6 მოგვიგო."

"იცით რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ ავსტრიამ ჩვენი რეალური სახე დაგვანახა. წინა ევროპის დაწყებამდე სუსტებს შევხვდით და ჩვენი სისუსტეები არ გამოვლენილა, ახლა კი პირიქით მოხდა, რასაც მივესალმები."

"მგონია, რომ ჯგუფის ორ საუკეთესო ნაკრებს შორის ერთ-ერთი თურქეთი იქნება. კარგია, რომ ჩვენი ბიჭები გერმანიაში მშობლიურ გარემოში ითამაშებენ"
, - თქვა ფირატმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი