ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე ცოტა ხნის წინ, მესამე შვილის მამა გახდა. ნიცა 8 აგვისტოს, „იმედის“ კლინიკაში დაიბადა. ლაშას და მის მეუღლეს, ანუკი დემურიას კიდევ 2 ქალიშვილი, მარიამი და ელენე ჰყავთ.
ბოგოტაში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე +109კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 466კგ დააფიქსირა და ოქროს მედალიც მოიპოვა. ქართველი საუკეთესო იყო როგორც ატაცში( 215 ), ისე აკვრაში ( 251).