ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელმა ბაქარ თურმანიძემ ასპარეზობა წარმატებით დაასრულა. მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ატაცში 183 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ორჭიდში და აკვრაში თურმანიძე მეოთხე პოზიციას დასჯერდა – ჯერ 213 კილოგრამი ასწია, შემდეგ – 219. გადამწყვეტი ცდა 224 კილოგრამზე ჰქონდა, რომელიც თუ დაემორჩილებინა, ევროპის ჩემპიონატს სამი ბრინჯაოთი დაასრულებდა. თუმცა მესამე ცდაზე წონა ვერ დაძლია და საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი სომეხი ვარაზდატ ლალაიანი გახდა, რომელმაც ატაცში 210, ხოლო აკვრაში შთამბეჭდავი 240 კილოგრამი დაძლია და სამივე კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, თურმანიძე 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია და არაერთი წარმატება აქვს როგორც მსოფლიო, ისე ევროპის დონეზე. იგი ევროპის ჩემპიონატებზე არაერთგზის მედალოსანია.