ყოფილი ძალოსანი და უკვე პოლიტიკოსი ლაშა ტალახაძე ბაჰრეინში მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამორჩეულად აღნიშნეს ის დღე, როდესაც ლაშამ 225 კილოგრამი დაძლია და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
ლაშა ტალახაძის გამოჩენას ბაჰრეინში დიდი ოვაციები მოჰყვა. ის 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონია.
აღნიშნულ ტურნირზე წარმომადგენლები საქართველოდანაც არიან. ჩვენს ქვეყანას 8-კაციანი დელეგაცია ჰყავს, პირველი კი საქმეში გოდერძი ბერდელაძე ჩაერთვება.