რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, შედეგები კი განახლებულ რეიტინგზეც აისახა.
ცხრილის ზედა ნაწილში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა - მართალია, სამხრეთ აფრიკა უცვლელად პირველ ადგილზეა, თუმცა ახალი ზელანდია მეორე ადგილზე გადმოვიდა, ის კი ირლანდიამ ჩაანაცვლა. ხუთეულის დანარჩენი წევრები ინგლისი და საფრანგეთი არიან.
მსოფლიო ჩემპიონატზე კრახი აესახათ ბორჯღალოსნებს - მართალია, ტურნირის დაწყებამდე მე-11 პოზიციაზე იყვნენ და ათეულისთვის იბრძოდნენ, თუმცა ახლა მე-14 პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.
საქართველოსთვის მდგომარეობა გაისამდე არ შეიცვლება - 2024 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.