7-ქალა | პირველი დღე ბონის ტურნირზე » სპორტის ხაზი

7-ქალა | პირველი დღე ბონის ტურნირზე

7-ქალა | პირველი დღე ბონის ტურნირზე
17-05-2025, 23:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 7-ქალამ რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება ბონის საერთაშორისო ტურნირზე დღეს სამი თამაში გამართა.

პირველ შეხვედრაში ჯაბა მალაღურაძის შეგირდები ბელგიას დაუპირისპირდნენ და ორი ლელო გაუტანეს, თუმცა თავად 6 გაუშვეს - 12:34. გოგონებმა გერმანიის მეორე გუნდსაც ორი ლელო გაუტანეს, თავად კი სამი გაუშვეს - 12:21, მასპინძელთა პირველმა გუნდმა კი სამი უპასუხო ლელოთი მოიგო - 0:21.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა გოგონებმა ამ დონის ტურნირზე პირველად ითამაშეს და ის მოსამზადებელი ხასიათისაა, მწვრთნელები პირველი სათამაშო დღით კმაყოფილები დარჩნენ. შარშანდელი შედეგების მიხედვით, ბელგიელმა გოგონებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მეორე, ხოლო გერმანელებმა მერვე ადგილზე დაასრულეს.

საქართველოს 7-ქალა აღნიშნულ მეტოქეებს ხვალაც შეხვდება. კვირას, 18 მაისს პირველი მეტოქე გერმანია1 იქნება, მერე ბელგიას, ბოლოს კი გერმანია2-ს ვერკინებით.

გერმანიიდან ჩვენი გუნდი საფრანგეთში გადაინაცვლებს და ქალაქ ტურში 5-დღიან შეკრებას გაივლის. მზადების ფარგლებში ადგილობრივ რეგიონალურ ნაკრებთან ამხანაგური თამაშები იქნება, 24-25 მაისს კი საქართველოს 7-ქალა ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

შარშან რაგბი ევროპის ალაფაზე წარმატებული თამაშის შემდეგ, წელს პირველად, ჩვენი 7-ქალა ევროპის ელიტაში, რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს, რომელიც ივნისში ორ ეტაპად, ხორვატიასა და გერმანიაში გაიმართება.

7-ქალას შემადგენლობა ბონის ტურნირზე

სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანი კაპანაძე, ანა პოღოსიანი, კირა დანელია, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ნინო გუგუჩია, მარიამ ბერანძე, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა.


rugby.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი