ჭაბუკთა B ლიგა | ლელომ ჯგუფურ ეტაპზე ვადამდე იპირველა » სპორტის ხაზი

ჭაბუკთა B ლიგა | ლელომ ჯგუფურ ეტაპზე ვადამდე იპირველა

ჭაბუკთა B ლიგა | ლელომ ჯგუფურ ეტაპზე ვადამდე იპირველა
11-04-2025, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველ ჯგუფში ‘ლელომ’ ვადამდე იპირველა. ჩემპიონმა44ქულა დააგროვა და 6 ქულიანი სხვაობით, მდევარ ‘ბათუმისთვის’ მიუწვდომელი შეიქნა. შესაბამისად, ‘ლელო’-‘ბათუმის’ დასკვნითი ტურის შეხვედრას ოდენ პრესტიჟის ხასიათი შემორჩა.

’აკადემიამ’ 24 ქულას მოუყარა თავი, ‘ბათუმს’ 14 ქულით ჩამორჩა,თუმცა ჯგუფში მე-3 ადგილს ვერავინ შეეცილება. 13 ქულით მე-4 პოზიციას ‘ხარები’ ინარჩუნებს და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ‘ფოთს’ 3 ქულით უსწრებს. ბოლო ადგილზე კი ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილი, კინკილა ქულის მქონე ‘წიქარა’ რჩება.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი