U18 | სატურნირო შემადგენლობა 6 ერის ფესტივალისთვის დასახელდა » სპორტის ხაზი

U18 | სატურნირო შემადგენლობა 6 ერის ფესტივალისთვის დასახელდა

U18 | სატურნირო შემადგენლობა 6 ერის ფესტივალისთვის დასახელდა
8-04-2025, 15:49
Aa Aa
გაზიარება:

18-წლამდელთა მორაგბეები დღეს საფრანგეთში გაემგზავრნენ და საკურორტო ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ.

ფესტივალზე საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.

საქართველომ 18-წლამდელთა ნაკრებმა 6 ერის ფესტივალზე პირველად წინა წელს ითამაშა და ერთი თამაში მოიგო - საფრანგეთთან 20:19, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა.

წლევანდელი ფესტივალი 10 აპრილს საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება; 14 აპრილს უელსს ეთამაშებიან; 18 აპრილს კი ირლანდიას შეერკინებიან.

გიზიარებთ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობას 6 ერის ფესტივალისთვის:

U18 | სატურნირო შემადგენლობა 6 ერის ფესტივალისთვის დასახელდა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი