საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა
დღეს, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფრანგი მწვრთნელის, კლოდ სორელის გარდაცვალების გამო - ადამიანის, რომელმაც ქართული რაგბი სხვა სიმაღლეზე აიყვანა. ფრანგი მორაგბე და გამორჩეული მწვრთნელი, არა მხოლოდ სპორტის დიდოსტატი, არამედ საქართველოს რაგბის ერთგული მოკავშირე და მეგობარი იყო.

კლოდ სორელი 1948 წლის 17 აპრილს ბეზიეში, საფრანგეთში დაიბადა და კარიერა AS Béziers-ში დაიწყო, სადაც მესამე ხაზში თამაშობდა. საერთაშორისო დონეზე ის განვითარებადი ქვეყნების რამდენიმე ნაკრებში (მაროკო, ტუნისი და რუსეთი) მუშაობდა, თუმცა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოსთან არის დაკავშირებული.

კლოდ სორელიმ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველად 1996 წელს ჩამოვიდა, ქართველ სპეციალისტებს და მორაგბეებს რაგბის ანი-ბანი შეასწავლა, გზა გაუხსნა ქართველ ლეგიონერებს ფრანგული კლუბებისკენ და სწორედ ამ ნაბიჯების დამსახურებაა ის შედეგები, რომელსაც დღეს ვიმკით.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კლოდი ჯერ "ბორჯღალოსნების" კონსულტანტად დაინიშნა, 1998 წელს კი მთავარი მწვრთნელი გახდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, ქართულმა რაგბიმ პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა - 2001 წელს ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასს დაუფლა, ხოლო 2003 წელს პირველად გავიდა მსოფლიო თასზე.

კლოდ სორელის მოღვაწეობა იქცა გარდამტეხ წერტილად ქართული რაგბისთვის - მისმა ხედვამ, შრომამ და რწმენამ ახალი ეპოქა შექმნა. სორელის წვლილი ჩვენს სპორტში ფასდაუდებელია, რაც აისახა როგორც ეროვნული ნაკრების წარმატებებში, ასევე რაგბის პოპულარობის ზრდაში.

სორელმა 2003 წლის მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია კავშირი ქართულ რაგბთან.

ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2022 წელს კლოდი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლესი ჯილდოთი - "ბრწყინვალების ორდენის კავალერის წოდებით" დაჯილდოვდა და ქართული პასპორტიც მიიღო.

RUGBY.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი